
ᲮᲔᲚᲜᲐᲙᲔᲗᲘ ᲙᲐᲠᲘᲙᲐᲢᲣᲠᲣᲚᲘ ᲗᲝᲯᲘᲜᲔᲑᲘ
ყველაზე ორიგინალური საჩუქარი
«Toy Art Boutique» — არის მოწინავე საწარმო, რომელიც ქმნის ორიგინალურ ხელნაკეთ თოჯინებს სურათისა და ნახატის მიხედვით. ჩვენი თოჯინებით გამოწვეული გულწრფელი ემოციები, არის საუკეთესო სავიზიტო ბარათი.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ისტორია
«Toy Art Boutique» - ხელნაკეთი თოჯინების საწარმომ სრულყოფილად ფუნქციონირება 2019 წელს დაიწყო.
ახალგაზრდა, ამბიციური გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად, კომპანიამ მალევე მოიპოვა ხალხის ინტერესი და ნდობა.
თოი არტი მუდმივად ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების მოძიება-ათვისებაშია.
ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო პროდუქტი ქართულ ბაზარზე.
დღესდღეისობით, ჩვენი თოჯინები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შეგხვდებათ.
ცნობადობა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ( თოი არტის თოჯინებს ევროპის, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის რამდენიმე ოჯახშიც აღმოაჩენთ).
სამომავლო გეგმებში შედის თოჯინების უფრო აქტიური ექსპორტირება ევროპულ ქვეყნებში.
ᲨᲔᲙᲕᲔᲗᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲔᲑᲘ
შეკვეთა აქვე, ონლაინ ხდება
გამოგვიგზავნეთ ფოტო✔️
შევარჩიოთ თოჯინის სიდიდე✔️
შევათანხმოთ დეტალები✔️
გადმორიცხეთ თანხა ჩვენს იურიდიულ ანგარიშზე✔️
გამოგზავნეთ ქვითარი და
თანხის ჩარიცხვიდან 12-15 სამუშაო დღეში, ფოსტით გამოვგზავნით თოჯინას სასურველ მისამართზე✔️
საქართველოს მასშტაბით მიწოდება უფასოა❤️